ლა ლიგა. XIX ტური. ლიონელ მესის ბენეფისი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 9 იანვარს, ესანეთის ლა ლიგის მე-19 ტურის ფარგლებში ჩემპიონატის პოტენციურმა ლიდერმა კატალონიის "ბარსელონამ" გასავარდ ზონაში ახლოს მყოფ "გრანადას" უმასპინძლა და მეტოქე ოთხბურთიანი სხვაობით დაამარცხა - 4:0.

აღნიშნული შეხვედრა კატალონიელთა არგენტინელი ფორვარდის ლიონელ მესის ბენეფისად იქცა. მესიმ ანგარიში მე-8 წუთზე გახსნა, 6 წუთში ანგარიში ორამდე გაზარდა,  58-ე წუთზე კი ჰეთ-თრიკიც გაიფორმა.

მატჩის 83-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში ბრაზილიელმა ნეიმარმა დააფიქსირა.

ამრიგად, კატალონიურ გუნდს 42 დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში ლიდერ მადრიდის "ატლეტიკოს" ერთი ქულით დაეწია, რომელიც თავის შეხვედრას ხვალ "სელტას" წინააღმდეგ
გამართავს. აქვე აღსანიშნავია, რომ კატალონიელებს ერთი შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული, "გრანადა" კი 17 ქულით მე-17-ეა.

ტურის დანარჩენი შეხვედრები დღეს და ხვალ გაიმართება.

შაბათი. 9 იანვარი
ხეტაფე-ბეტისი 21:15
სევილია-ბილბაო 21:15
რეალი-დეპორტივო 23:30
ლევანტე-ვალეკანო 01:05

კვირა. 10 იანვარი
ვილიარეალი-სპორტინგი 15:00
სოსიედადი-ვალენსია 19:00
ეიბარი-ესპანიოლი 21:15
ლას პალმასი-მალაგა 21:15
სელტა-ატლეტიკო 23:30
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული