დანი ალვეში სკანდალში გაეხვა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ბრაზილიელი ლეგიონერი დანი ალვეში სკანდალში გაეხვა - მან ესპანურ პრესას ჩასარეცხი ნაგავი უწოდა.

"ბოლო დროს სულ უფრო ცოტა იწერება პრესაში ფეხბურთზე, ტაქტიკაზე, გოლებზე, მეტი კი ისეთ თემებზე, რომელიც ფეხბურთთან კავშირში თითქმის არ არის. ეს კეთდება ტირაჟის გაზრდის მიზნით. თქვენ ჩასარეცხი ნაგავი ხართ", - დაწერა "ინსტაგრამზე" ალვეშმა. მცველის ამ განცხადებას მაშინვე გაემიჯნა "ბარსელონა".

გუშინ ალვეშმა საკუთარი ნათქვამის "კორექცია" "მარკასთან" საუბარში მოახდინა - "რა თქმა უნდა, სხვა სიტყვა უნდა გამომეყენებინა, თუმცა ახლაც იმავე აზრზე ვარ. მე ყველა არ მიგულ
ისხმია, მხოლოდ მედიის ის წარმომადგენლები, რომელთაც საკუთარ თავზე მიიღეს ჩემი ნათქვამი და ახლა ჩივილს აპირებენ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩასარეცხიო? ეს კაცი მიშა დორბლიანის რაა?
0
რამდენიც არ უნდა უარყოთ, პრესის და ტელევიზიის აბსოლუტური უმრავლესობა რომ .... დაკავებული, ფაქტია.
Lasha
12:00 12-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული