"რეალსა" და "ატლეტიკოს" ტრანსფერების განხორციელება აეკრძალათ

AutoSharing Option
ფიფამ გადაწყვიტა, ორ მადრიდულ გუნდს, "რეალს" და "ატლეტიკოს" ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია აუკრძალოს.

აკრძალვის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ფიფას ვებგვერდმაც გაავრცელა. ორგანიზაციამ ორივე კლუბი ასევე ფინანსურად დააჯარიმა.

ფიფა წლის მანძილზე განიხილავდა "რეალისა" და "ატლეტიკოს" სატრანსფერო საქმიანობას. არსებობს ვარაუდი, რომ ორივე კლუბმა ის წესები დაარღვია, რომელიც 18 წლამდე ფეხბურთელთა ტრანსფერებს ეხებოდა.

მადრიდულ გუნდებს ფეხბურთელთა რეგისტრაციაზე ბანი მომდევნო ორ სატრანსფერო ფანჯარაზე დაედოთ, მაგრამ კლუბებს 90 დღის მანძილზე აპელაციის შეტანა შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ იგივე სასჯელი ფიფასგან აქამდე კატალონიის "ბარსელონამ" მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული