აკრძალვის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ფიფას ვებგვერდმაც გაავრცელა. ორგანიზაციამ ორივე კლუბი ასევე ფინანსურად დააჯარიმა.
ფიფა წლის მანძილზე განიხილავდა "რეალისა" და "ატლეტიკოს" სატრანსფერო საქმიანობას. არსებობს ვარაუდი, რომ ორივე კლუბმა ის წესები დაარღვია, რომელიც 18 წლამდე ფეხბურთელთა ტრანსფერებს ეხებოდა.
მადრიდულ გუნდებს ფეხბურთელთა რეგისტრაციაზე ბანი მომდევნო ორ სატრანსფერო ფანჯარაზე დაედოთ, მაგრამ კლუბებს 90 დღის მანძილზე აპელაციის შეტანა შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ იგივე სასჯელი ფიფასგან აქამდე კატალონიის "ბარსელონამ" მიიღო.