მადრიდელები ესპანელის შეძენას სეზონის დასრულებისთანავე აპირებენ.
ინფორმაციას ამის შესახებ ESPN-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ფიფამ მადრიდის "რეალსა" და "ატლეტიკოს" ოფიციალურად მომდევნო ორ სატრანსფერო ფანჯარაზე ბანი დაადო, მაგრამ წყაროს ინფორმაციით "რეალში" დარწმუნებულნი არიან, რომ აპელაციის შემდეგ მათ ტრანსფერებზე უფლება ისევ მიეცემათ.
სწორედ ამიტომ კლუბი დე ხეას გადმობირებას იანვარში არ ეცდება და ზაფხულამდე დაიცდის.