მადრიდის "რეალი" დავიდ დე ხეას არ ეშვება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" კვლავ ეცდება "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი მეკარის დავიდ დე ხეას შეძენას, რომლის ტრანსფერიც 2015 წლის აგვისტოში ბოლო მომენტში ვერ შედგა.

მადრიდელები ესპანელის შეძენას სეზონის დასრულებისთანავე აპირებენ.

ინფორმაციას ამის შესახებ ESPN-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ფიფამ მადრიდის "რეალსა" და "ატლეტიკოს" ოფიციალურად მომდევნო ორ სატრანსფერო ფანჯარაზე ბანი დაადო, მაგრამ წყაროს ინფორმაციით "რეალში" დარწმუნებულნი არიან, რომ აპელაციის შემდეგ მათ ტრანსფერებზე უფლება ისევ მიეცემათ.

სწორედ ამიტომ კლუბი დე ხეას გადმობირებას იანვარში არ ეცდება და ზაფხულამდე დაიცდის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული