ტრანსფერი: ბოვიუ "სელტაში"

AutoSharing Option
გვადალუპელი კლაუდიო ბოვიუ ვიგოს "სელტას" ფეხბურთელი გახდა. "ლიონის" 27 წლის ფორვარდმა 5,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა გალისიურ კლუბთან.

ესპანური მედიის ცნობით, ბოვიუ "სელტას" 5 მილიონი ევრო და ბონუსები დაუჯდა.

ამ სეზონში ბოვიუმ "ლიონის" მაისურით 19 თამაშში 5 გოლი გაიტანა.

"ის ძალიან სწრაფი ფეხბურთელია, იმედია "სელტაში" მალე გაივლის აკლიმატიზაციას და მოერგება ჩვენ სათამაშო სისტემას", - განაცხადა გუნდის თავკაცმა ედუარდო ბერიცომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული