გარეთ ბეილი სამ კვირას გამოტოვებს

AutoSharing Option
ხიხონის "სპორტინგთან" დაშავებული გარეთ ბეილი სულ მცირე, 3 კვირას გამოტოვებს. უელსელმა ფეხბურთელმა წვივის უკანა კუნთი დაიზიანა, ეს ასტურიელებთან შეხვედრის პირველ ტაიმში მოხდა.

ბეილმა თამაშის ჩამთავრება ვერ შეძლო. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ტრავმა ბეილს ამ სეზონში უკვე ორჯერ აწუხებდა, რის გამოც მას ორ-ორი კვირის გამოტოვება მოუწია. ამ სეზონში უელსელის ანგარიშზე 15 მატჩში 13 გოლი და 8 საგოლე პასია. აი, ქარიმ ბენზემას ტრავმა კი არ გამოდგა სერიოზული.

ამავე მატჩში მოხდა ინციდენტი, რომელმაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია - ესპანური მედია ამტკიცებს, რომ მსაჯს კრიშტიანო რონალდო
უნდა გაეძევებინა, მეტოქის ფეხბურთელს პანღური ამოარტყა. ეს შეხვედრის 53-ე წუთზე მოხდა, რონალდომ ფეხი "სპორტინგის" ნახევარმცველ ნაჩო კასესს ამოარტყა. მსაჯს პორტუგალიელი არც კი გაუფრთხილებია.

სხვათა შორის, კრიშტიანომ ამ ინციდენტს ასეთი კომენტარი გაუკეთა:

"ეს იყო უნებლიე მოძრაობა, შეიძლებოდა, ამისთვის გაფრთხილების მოცემა, მაგრამ განზრახ არაფერი გამიკეთებია. მერწმუნეთ, განზრახ ასეთი აზრი რომ მქონოდა, კასესი წამოდგომას ვეღარ შეძლებდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული