"ბარსელონა": მესის ტესტი და ალბას ტრავმა

AutoSharing Option
"ბარსელონამ" 6:0 გაანადგურა ბილბაოს "ატლეტიკი", ამ შეხვედრაში ანგარიში ლიონელ მესიმ გახსნა, თუმცა შესვენების მერე ის მოედანს არ დაბრუნებია.

მატჩის შემდეგვე ითქვა, რომ პირველ ტაიმში, არგენტინელს ერთ ეპიზოდში კუნთი ატკივდა და ლუის ენრიკემაც აღარ გარისკა და იგი შეცვალა.

"სამედიცინო ტესტები გამოავლენს, რა მდგომარეობაშია მესის ფეხი, თუმცა დიდი არაფერი უნდა იყოს, ლეო ცოტა, გადატვირთულია. მე ვერ გავრისკავ ფეხბურთელის ჯანმრთელობით, მით უფრო, როცა ლაპარაკი მესიზეა".

მეორე დღეს "ბარსელონას" ვარჯიშზე მესი არ გამოცხადებულა, მაგრამ ტესტირებამ გუნდის ხელმძღვანელობა მართლაც ამოასუნთქა. ტრავმა არ არის, არის მხოლოდ
მცირე დაზიანება შეჯახების გამო და მას არ მოუწევს რამდენიმე კვირის გამოტოვება, როგორც ესპანური მედია ირწმუნებოდა. თუმცა, ჯერ უცნობია, ვიხილავთ თუ არა მესის 20 იანვარს "ატლეტიკოსთან" სათასო დაპირისპირებაში.

ნაკლები აჟიოტაჟი ატყდა ჟორდი ალბას ტრავმის გამო, რომელიც "ბარსელონას" მცველმა "ბილბაოსთან" მატჩის მეორე ტაიმში მიიღო. არადა, შედეგი გაცილებით მძიმეა - ალბა უახლოეს ათ დღეს იძულებით დაისვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული