ფლორენტინო პერესი ტრანსფერებისთვის 300 მილიონ ევროს გამოჰყოფს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფეხბურთელთა შესაძენად 300 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს.

აღნიშნულ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, მადრიდულ გუნდში, შესაძლოა, მიუნხენის "ბაიერნიდან" რობერტ ლევანდოვსკი და მარიო გიოტცე გადავიდნენ. მათ გარდა, "სამეფო გუნდში" პსჟ-ის ფორვარდ ედინსონ კავანითაც ინტერესდებიან.

შეგახსენებთ, რომ ორ მადრიდულ გუნდს, "რეალსა" და "ატლეტიკოს", ფეხბურთელთა რეგისტრაციაზე ბანი მომდევნო ორ სატრანსფერო ფანჯარაზე ოფიციალურად დაედოთ. სწორედ ამიტომ "რეალის" ხელმძღვანელობა კლუბის მაქსიმალურად გაძლიერებას ამ ზამთარშივე ეცდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული