"მესის, სუარესსა და ნეიმარს შორის მეგობრობა ყველაზე ცუდია, რაც შეიძლებოდა ფეხბურთში მომხდარიყო"

AutoSharing Option
ჩილეს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ "ბარსელონას" შემტევი ტრიოს შესახებ ისაუბრა.

"ლიონელ მესის, ლუის სუარესსა და ნეიმარს შორის მეგობრობა ყველაზე ცუდია, რაც შეიძლებოდა ფეხბურთში მომხდარიყო. მესის მარტოსაც შეუძლია მატჩის მოგება, ხოლო თუ მას კიდევ სუარესს და ნეიმარს დავუმატებთ... ასეთი რამე უნდა აიკრძალოს.

"რეალის" ტრიოსთან (კრიშტიანო რონალდო, ქარიმ ბენზემა, გარეთ ბეილი) განსხვავება ის არის, რომ მათი განეიტრალება შეიძლება.

ითამაშეთ რონალდოს წინააღმდეგ და ის არ გამოჩნდება. იგივეა ბეილზეც, ბენზემა კი ყოველთვის შეძლებს გატანას, მაგრამ საერთო ჯამში, ისინი უფრო ნაკლებ მომენტებს ქმნიან", -
თქვა სამპაოლიმ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
მესის დამოუკიდებლად რამის გაკეთება რომ შეეძლოს, ვარსკვლავებით გადაჭედილ არგენტინის ნაკრებს რაიმე ჯილდოს მაინ ააღებინებდა. როგორც ჩანს, ყველაფერი პირიქით არის სენიორ სამპაოლი.
გიო
19:00 19-01-2016
0
Dამოუკიდებლადო დ მერე ვარსკვლავებით გადაჭედილ Aრგენტინაშიო. Aბა დამოუკიდებლად როგორღა გამოდის?საოცარი ლოგიკა გაქვთ Fეხბურთის ანალიზის რა. Iსე ბაირნს რო მოუგო მარტომ,აღარ გახსოვთ ხო?
levani
19:54 19-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული