ლა ლიგა. XXI ტურის წინ: მესი, რისკი და ანდალუსია

AutoSharing Option
მადრიდული კლუბების გარჩევა სევილიურთან, "ბარსას" სტუმრობა ანდალუსიაში, "ვალენსიას" გასვლა გალისიურ ლა კორუნიაში, უცნაური ბასკური დერბი - ეს ლა ლიგის 21-ე ტურის მთავარი დაპირისპირებებია.

სათასო გამარჯვების შემდეგ
ლა ლიგის პოტენციური ლიდერი, რომელიც ცალი ფეხით თასის ნახევარფინალშია, ანდალუსიაში "მალაგას" სტუმრობს. ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩის წინ მთავარი კითხვა, უთუოდ, ლიონელ მესის ეხება - ითამაშებს თუ არა არგენტინელი ანდალუსიელთა წინააღმდეგ. წინა ტურში მან ტრავმა მიიღო, მაგრამ დაზიანება უმნიშვნელოა.

უბრალოდ, მესის ჯანმრთელობით გარისკვას ლუის ენრიკე არ აპირებს. მესის "ბილბაოსთან" არ უთამაშია და არ ითამაშებს არც "სევილიასთან",
თუკი ლუის ენრიკე რაიმე საეჭვოს აღმოაჩენს.

გუნდის ექიმები და თავად ლეო ერთხმად აცხადებენ - მესი მზად არის სათამაშოდ. არგენტინელმა ჩვეულად ივარჯიშა და ტრავმის ნასახიც არ ეტყობოდა. სათასო ბატალიების შემდეგ "ბარსას" ლაზარეთს ერთი ფეხბურთელი შეემატა - ალეიშ ვიდალი.

პირველი საგარეო
"რეალი" სევილიაში გაემგზავრება და ადგილობრივ "რეალ ბეტისს" ეთამაშება. ეს ზინედინ ზიდანის პირველი საგარეო მატჩია "რეალის" თავკაცის პოსტზე. "სევილიაში" გუნდი თითქმის უდანაკარგოდ მიემგზავრება.

ერთადერთი, გარეთ ბეილი დააკლდება გუნდს, ხოლო სერხიო რამოსი და კრიშტიანო რონალდო (მას მცირე დაზიანება ჰქონდა) გამოჯანმრთელდნენ და მწყობრში არიან, ისევე, როგორც სათადარიგო გოლკიპერი კიკო კასილია. ფრანგმა მეორე გუნდიდან მარტინ ედეგორი და დიეგო ლორენტეც დაიმატა.

ფორვარდთა შიმშილი
თუკი "რეალი" სევილიაში მიდის, "ატლეტიკო" სევილიურ კლუბს მასპინძლობს - უნაი ემერის კრებულმა, როგორც იქნა, გამოასწორა თამაშის ხარისხიც და შედეგიც.

რა ადარდებს დიეგო სიმეონეს ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, ფორვარდები. თუ არ ჩავთვლით ანტუან გრიზმანს, სხვებს გოლები ვერ გააქვთ. კოლუმბიელ ჯექსონ მარტინესს 25 ოქტომრის მერე ვერ გაუტანია, ფერნანდო ტორესი საერთოდ ვეღარ ხვდება შემადგენლობაში და თან ტრავმიანობს.

არადა, გათამაშების ლიდერს ახლა ყველაზე რთული კალენდარი აქვს და ფეხის დაცდენა მისთვის დაუშვებელია.

XXI ტური
პარასკევი. 22 იანვარი
სპორტინგი-სოსიედადი 23:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ესპინოსა, კასესი (?) - კანალესი, გრანერო, მარტინესი, ზურუტუზა, ნავასი, აგირეჩე
ბოლო 6 მატჩი
+1=0-5 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +4=5-8, (16-26)

შაბათი. 23 იანვარი
მალაგა-ბარსელონა 19:00
დისკვალიფიკაცია: ბოკა - პიკე
ტრავმა: ანხელერი (?), კარლოსი, ფერეირა, რესიო (?) - ალბა, მესი (?), მატიო (?), რაფინია
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +3=3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +3=6-22, (25-74)

ესპანიოლი-ვილიარეალი 21:15
დისკვალიფიკაცია: პერესი - რუისი
ტრავმა: არბილია, სანჩესი, ალვარო (?) - ბონერა, კოსტა (?), ადრიანი, სამუ
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +5=14-12, (26-41)

გრანადა-ხეტაფე 23:30
დისკვალიფიკაცია: ბირაგი -
ტრავმა: პენიარანდა, მაინსი (?), მარკესი (?) - ვიგარაი (?), გუაიტა (?), მედრანი
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +3=3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +4=3-2, (13-11)

ვალეკანო-სელტა 01:05
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტონიო, ამაია (?), კობენიო, რაცი, ემბარბა, ებერტი - ფონტასი, ნოლიტო (?)
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +13=7-7, (34-28)

კვირა. 24 იანვარი
ბილბაო-ეიბარი 15:00
დისკვალიფიკაცია: ირაისოსი -
ტრავმა: გარსია - ხიმენესი, ესკალანტე, არუაბარენა, ლუნა
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +1=3-1, (2-3)

ატლეტიკო-სევილია 19:00
დისკვალიფიკაცია: - იბორა
ტრავმა: ტიაგო, ერნანდესი (?), ტორესი (?) - ანდრეოლი, პარეხა
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 42 თამაში: +14=14-14, (59-53)

დეპორტივო-ვალენსია 21:15
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფაბრისიო, ბორხესი, კარტაბია - პერესი, ფეგული, ალვეში, პარეხო (?), გაია (?), ფუეგო (?), ბარაგანი (?)
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +0=4-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 45 თამაში: +16=11-18, (54-62)

ბეტისი-რეალი 23:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პიჩინი, ლოპესი (?), ვესტერმანი, კადირი (?) - ბეილი
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 39 თამაში: +7=12-20, (36-69)

ორშაბათი. 25 იანვარი
ლევანტე-ლას პალმასი 23:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფედალი (?), გარსია, ხუანფრანი, კასადესუსი, მარი - ალკარასი (?), ერნანი, პედრონი, ბიგასი (?), კასტელიანო, ლოპესი (?)
ბოლო 6 მატჩი
+1=0-5 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +6=6-3, (20-18)

ბომბარდირები: 18 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 16 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), ქარიმ ბენზემა (რეალი), ნეიმარი (ბარსელონა); 13 - გარეთ ბეილი (რეალი); 12 - იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ლუკას პერესი (დეპორტივო), ბორხა ბასტონი (ეიბარი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული