00:32 22-01-2016
კოპა დელ რეი. 1/4 ფინალი. I მატჩები: ნეიმარი VS ბასკები
AutoSharing Option
გაცილებით მეტად საინტერესო გამოდგა მეორე დაპირისპირება, რომელმაც ბევრი დისკუსიაც გამოიწვია - ბილბაოს "ატლეტიკმა" "ბარსელონას" უმასპინძლა, მაგრამ ვერაფერს გახდა ფავორიტთან - 1:2. მუნირ ელ ჰადადისა და ნეიმარის გოლებს მატჩის მიწურულს არიც ადურისმა პრესტიჟის გოლით უპასუხა.
ერნესტო ვალვერდე (ბილბაო): "მთელი მატჩის განმავლობაში არ დაგვიკარგავს იმედი და ბოლოს ანგარიშში სხვაობაც შევამცირეთ. პირველ ტაიმში 0:2 საკმაოდ მკაცრი შედეგი იყო და თამაშის ვითარებას არ ასახავდა. ნახევარფინალში გასვლაზე ფიქრი რთულია, "ბარსელონა" ძალიან ძლიერია".
ლუის ენრიკე (ბარსელონა): "პირველ ტაიმში ძალიან კარგად გავუმკლავდით მეტოქის პრესინგს. აი, მეორე ტაიმში კი "ბარსაზე" ზეწოლა აშკარად გაიზარდა. გაგვიჭირდა, მაგრამ საბოლოო შედეგით კმაყოფილი დავრჩი. ის, რომ საჯარიმოს მივეჯაჭვეთ "ატლეტიკის" დამსახურებაა".
ამ თამაშში ძალიან ბევრი მოხვდა ნეიმარს, რომელსაც მეტოქე მცველები გასაქანს არ აძლევდნენ, ინციდენტი მოჰყვა ადურისთან ორთაბრძოლასაც, "ბილბაოს" ფორვარდმა ბრაზილიელი ჯერ წააქცია, შემდეგ კი ფეხი დააბიჯა.
ინციდენტს შეხლა-შემოხლა მოჰყვა, თუმცა ბასკმა მაინც მოუბოდიშა ნეიმარს და ყველაფერი მშვიდად დასრულდა. სერხიო ბუსკეტსმა მკაცრად გააკრიტიკა ამ შეხვედრის არბიტრი გონსალეს გონსალესი.
სელტა-ატლეტიკო 0:0
ბილბაო-ბარსელონა 1:2
გოლები: 0:1 ელ ჰადადი (18), 0:2 ნეიმარი (24), 1:2 ადურისი (89)
საპასუხო მატჩები 27 იანვარს
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული