გამოდის, რომ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ტრანსფერი სწორედ ბეილისაა, რადგან კრიშტიანო რონალდო "რეალს" "მხოლოდ" 96 მილიონი ევრო დაუჯდა.
2013 წელს "ტოტენჰემმა" ორი ვარიანტი შესთავაზა "სამეფო კლუბს": "რეალს" შეეძლო ბეილში 87 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ თანხა ლონდონელებს 15 დღის ვადაში უნდა მიეღოთ, ან განვადებით - ესპანელებმა მეორე ვარიანტი აირჩიეს და ბოლო თანხას ისინი წლეულს, ივლისში გადაიხდიან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"