მადრიდის "რეალმა" გარეთ ბეილი განვადებით შეიძინა

AutoSharing Option
Football Leaks-ის ინფორმაციით, თავის დროზე, გარეთ ბეილი მადრიდის "რეალს" ზუსტად 100 მილიონ 759 ათასი ევრო დაუჯდა.

გამოდის, რომ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ტრანსფერი სწორედ ბეილისაა, რადგან კრიშტიანო რონალდო "რეალს" "მხოლოდ" 96 მილიონი ევრო დაუჯდა.

2013 წელს "ტოტენჰემმა" ორი ვარიანტი შესთავაზა "სამეფო კლუბს": "რეალს" შეეძლო ბეილში 87 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ თანხა ლონდონელებს 15 დღის ვადაში უნდა მიეღოთ, ან განვადებით - ესპანელებმა მეორე ვარიანტი აირჩიეს და ბოლო თანხას ისინი წლეულს, ივლისში გადაიხდიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
პროცენტი ქონიათ დასაფარი :D რა ... აქვთ :(
ბაჩო
15:36 22-01-2016
0
TBC-ში ქონიათ სესხი ტოტენჰემის მესვეურებს და იმდენი პროცენტი დაუკისრებიათ რო ბეილის განვადებითაც კი ვერ ფარავენ ვალს თურმე :D
mefe333
17:10 22-01-2016
0

სიახლეები პოპულარული