"რეალი" მზადაა, რობერტ ლევანდოვსკის სანაცვლოდ 98 მლნ ევრო გადაიხადოს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ შესაძლოა კარიერა მადრიდის "რეალში" გააგრძელოს, იტყობინება ინგლისური გამოცემა The Sun-ი.

მადრიდელები მზად არიან, პოლონელ ფეხბურთელში 98 მილიონი ევრო გადაიხადონ.

წყაროს ცნობით, პოლონელის "ბაიერნიდან" წასვლის მიზეზი შესაძლოა "ნაპოლიდან" გონსალო იგუაინის ყიდვა გახდეს.

მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკის ანგარიშზე 27 მატჩში გატანილი 25 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული