ლუის ენრიკე: სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე საშობაო საჩუქარს ველოდებით

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ "ბილბაოსთან" (3:1) ესპანეთის თასის ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"სხვა გუნდების ფეხბურთელებზე საჯაროდ არ ვსაუბრობ. სატრანსფერო ფანჯარა ორშაბათამდე იქნება ღია, ამიტომ საშობაო საჩუქარს დაველოდებით. არ ვიცი, კარგად ვიქცეოდი თუ არა, მაგრამ ჩემი მიზანია, მოგება გავაგრძელოთ.

ვიცოდით, რომ "ბილბაო" პრესინგს მიმართავდა და პირველ ტაიმში ამ პრობლემის გადაწყვეტა ვერ შევძელით.

მათი ფიზიკური მდგომარეობა ჩვენზე უკეთესი იყო, მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერი შეიცვალა.

ეს გასაოცარი მატჩი იყო და "ბილბაომ" ძალიან ეფექტურად ითამაშა. ჩვენ კი საკუთარი თავის რწმენა დავიბრუნეთ და
შედეგი ჩვენ სასარგებლოდ შევცვალეთ.

იმედი მაქვს, მომავალ სეზონში ამ გუნდის წინააღმდეგ მხოლოდ ორჯერ მოგვიწევს თამაში", - თქვა ენრიკემ.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული