ლა ლიგა. XXII ტურის წინ: ლიდერთა ომი "კამპ ნოუზე"

AutoSharing Option
ტური ცენტრალური მატჩით იხსნება - "კამპ ნოუზე" "ბარსელონა" "ატლეტიკოს" მასპინძლობს. ამ გუნდების დაპირისპირება ისედაც მოვლენაა და მით უფრო ახლა, როცა კატალონიელები და მადრიდელები 48-48 ქულით ლიდერობენ. ლუის ენრიკეს გუნდს მატჩი რეზერვში აქვს, მაგრამ თუ დიეგო სიმეონეს კრებულმა მოიგო...

სათასო ბატალიების მერე
ლა ლიგის ეგიდით დაპირისპირებებიდან "ბარსელონამ" 70 მატჩი მოიგო, "ატლეტიკომ" კი - 50, სხვები ფრედ დასრულდა. გუნდებს ერთნაირი ქულები კი აქვთ, მაგრამ ცენტრალურ მატჩს დიამეტრალურად განსხვავებული განწყობით ხვდებიან - "ატლეტიკოს" შინ კრახი მოუვი
და და სამეფო თასს გამოაკლდა, "ბარსა" კი ბრძოლას აგრძელებს და ტიტულის დაცვას ახლა ნახევარფინალში შეეცდება. თუმცა მასაც გაუჭირდა.

მეკარე ტერ შტეგენი მიიჩნევს, რომ სათასო ბატალიის მიუხედავად, "ბარსელონა" "ატლეტიკოსთან" დასვენებული და ენერგიამომატებული გავა. ხოლო "ატლეტიკოს" მცველი ხუანფრანი ამბობს, რომ გუნდს სხვა გზა აღარ დარჩა, სათასო ჭრილობა "ბარსელონას" დამარცხებით უნდა მოიშუშოს.

ამ შეხვედრაში ნეიმარის თამაში გამორიცხული არ არის, მას "ბარსას" ექიმები ინტენსიურად აკვირდებიან.

მეასე გამარჯვებისთვის
"რეალი" ბარსელონურ გუნდს მასპინძლობს, ოღონდ, "ესპანიოლს". ზინედინ ზიდანი მიწაზე სევილიაში დაანარცხეს, სადაც "სამეფო კლუბმა" ორი ქულა დაკარგა. ახლა კი ფრანგის გუნდს "ესპანიოლი" ელის. აღსანიშნავია, რომ თუკი "რეალი" მოიგებს, ეს მისი მე-100 გამარჯვება იქნება "ესპანიოლზე", ოღონდს, აქ მხოლოდ ლა ლიგა არ იგულისხმება.

გუნდის ვარჯიშებს დაუბრუნდა კრიშტიანო რონალდო, რომელსაც მცირე ტრავმა ჰქონდა. ამასობაში "რეალის" ფეხბურთელმა, მაგრამ "ესპანიოლში" იჯარით მოთამაშე მარკო ასენსიომ განაცხადა, რომ იჯარის გაგრძელება სურს ბარსელონურ კლუბში.

სხვა მატჩები
მე-4 ადგილზე მყოფი "ვილიარეალი" "გრანადას" მასპინძლობს და შეეცდება, წაუგებელი სერიის გაგრძელებას. "სელტა", რომელიც მე-5 ადგილზეა და მადრიდში სასწაული მოახდინა "ატლეტიკოსთან" სათასო დაპირისპირებაში, კანარის კუნძულებზე ჩადის. "სევილიაც" ერთ-ერთ აუტსაიდერს მასპინძლობს და "ვალენსიაც", რომელიც ლამის თავად გახდეს აუტსაიდერი.

გარი ნევილს ლა ლიგაში ჯერ არ მოუგია, ხოლო "ღამურებმა" ჩემპიონატში 10 ტურია, არ იციან, რა არის გამარჯვება.

შაბათი. 30 იანვარი
ბარსელონა-ატლეტიკო 19:00
დისკვალიფიკაცია: - ა. კორეა
ტრავმა: არდა თურანი (?), ალბა, ინიესტა (?), ბუსკეტსი (?), ნეიმარი (?), ნეიმარი - ლ. ერნანდესი (?), ფ. ტორესი, ტიაგო, ო. ტორესი
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 157 თამაში: +70=37-50, (309-237)

ეიბარი-მალაგა 21:15
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლუნა, რეინა, ხაიმე, რამისი, არუაბარენა, დელ მორალი - ხუან კარლოსი, კამაჩო, ფლავიო, ატსუ (?), ველიგტონი (?)
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +1=1-1, (2-2)

ხეტაფე-ბილბაო 21:15
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მედრანი (?), ბუენდია (?), ალექსისი - ი. გომესი, რ. გარსია, იტურასპე, მოლინა
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +7=7-9, (21-27)

ვილიარეალი-გრანადა 23:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ადრიანი, ასენხო (?), სამუელი - ე. მენდესი, მაინსი, პენიარანდა (?), მუსავუ-კინგი (?), პიტი (?), იუსტე, მ. პერეირა (?)
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +4=1-2, (11-5)

სოსიედადი-ბეტისი 01:05
დისკვალიფიკაცია: ოიერი - ხ. ვარგასი
ტრავმა: კ. მარტინესი, რ. ნავასი (?), კანალესი, ა. ელუსტონდო, გრანერო (?), დე ლა ბელია, აგირეჩე, ი. ბერჩიჩე, ზურუტუზა (?) - ფაბიანი (?), კადირი, პ. ლოპესი, ტარეკი (?), ვადილიო (?), ვესტერმანი, პიჩინი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 83 თამაში: +32=22-29, (108-104)

კვირა. 31 იანვარი
სევილია-ლევანტე 15:00
დისკვალიფიკაცია: ვიტოლო - დეივერსონი
ტრავმა: ანდრეოლი, ბეტო (?), პარეხა (?) - პ. ლოპესი, კასადესუსი (?), ხოსე მარი, ხუანფრანი, რუბენ გარსია
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +11=6-4, (43-20)

ვალენსია-სპორტინგი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დ. ალვეში (?), ე. პერესი (?), ბარაგანი (?), პ. ალკასერი, ფეგული (?), კანსელო
ბოლო 6 მატჩი
+0=4-2 +1=0-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 79 თამაში: +37=22-20, (131-83)

ლას პალმასი-სელტა 21:15
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ხ. კასტელიანო, ერნანი, ვისენტე, ა. ერნანდესი (?) - ნოლიტო (?), ფონტასი, მ. დიასი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 39 თამაში: +14=9-16, (54-65)

რეალი-ესპანიოლი 23:30
დისკვალიფიკაცია: - ვ. ალვარესი, მორენო
ტრავმა: ს. რამოსი, ბეილი - კანიასი (?), ვ. სანჩესი (?), კაისედო (?), არბილია (?)
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 163 თამაში: +96=33-34, (359-189)

ორშაბათი. 1 თებერვალი
დეპორტივო-ვალეკანო 23:30
დისკვალიფიკაცია: ლუქსი -
ტრავმა: კარტაბია, ფაბრისიო, კ. ბორხესი - ამაია, ემბარბა, კობენიო, ებერტი, რაცი, ტონიო
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +8=10-3, (31-20)

ბომბარდირები: 18 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 17 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 16 - ნეიმარი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 14 - ბორხა ბასტონი (ეიბარი); 13 - არიც ადურისი (ბილბაო), გარეთ ბეილი (რეალი), ლუკას პერესი (დეპორტივო); 12 - იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 11 - კევინ გამეირო (სევილია), ლიონელ მესი (ბარსელონა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული