ედუარდო ბერიცოს გუნდი, რომელიც ბოლო ხანს, მთლად კარგად ვერ თამაშობდა, "კალდერონზე" უბრალოდ ფანტასტიკური იყო. პაბლო "ტუკუ" ერნანდესმა დუბლი მიითვალა, ხოლო ერთი გოლიც იონ გუიდეტის ანგარიშზეა. არადა, პირველი 20 წუთი აშკარად "ატლეტიკომ" უკეთ ითამაშა, ძირითადად, საულ ნიგესის დამსახურებით.
დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ისეთი დღე გვქონდა, როცა ყველაფერი შენ წინააღმდეგ მიეწყობა. ფეხბურთში ხანდახან შემტევი სტილის მიუხედავადაც შეიძლება წააგო".
ედუარდო ბერიცო (სელტა):
"ატლეტიკოსთვის" გოლის გატანა უძნელესია, სამი გოლის გატანა კი თითქმის, წარმოუდგენელია - ბოლოს ასეთი რამ ასევე თასის მეოთხედფინალში მოხდა ზუსტად ერთი წლის წინათ (28 იანვარს), "ატლეტიკომ" მაშინაც 2:3 წააგო, მაგრამ მეტოქე "ბარსელონა" იყო, ნეიმარმა დუბლი შეასრულა, ხოლო მირანდამ საკუთარი კარი დალაშქრა.
"სელტა" ბოლო 15 წელიწადში პირველად გავიდა "კოპა დელ რეის" ნახევარფინალში.
* * *
მოულოდნელად გაუჭირდა "ბარსელონასაც", მაგრამ "კამპ ნოუზე" ის კატასტროფას აცდა - "ბილბაო" ინიაკი ვილიამსის გოლით კარგა ხანს იგებდა, მაგრამ ლუის სუარესმა გაათანაბრა. მატჩის მიწურულს კი ჟერარდ პიკესა და ნეიმარის გოლებმა ყველაფერს წერტილი დაუსვა. "ბარსელონამ" ორი მატჩის ჯამში 5:2 მოიგო. სუარესის ანგარიშზე ამ სეზონში (ყველა ტურნირზე) უკვე 30 გოლია. ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ფეხბურთი სპორტის რთული სახეობაა. ვიცოდით, რომ "ბილბაო" პრესინგს მიმართავდა, ეს კი ყოველთვის სირთულის მომასწავებელია. პირველ ტაიმში ტაქტიკურად გამართულად ვერ ვითამაშეთ და მთელი ფრონტით ვერ შევუტიეთ. არა მგონია, "ბარსელონა" კრიზისში იყოს. მეორე ტაიმში ხომ გამოვასწორეთ თამაში. წარუმატებელი ტაიმები კი კიდევ გვექნება".
ერნესტო ვალვერდე (ბილბაო): "კარგად ვითამაშეთ, ვიგებდით და მეტიც შეგვეძლო. ჩემი აზრით, ლუის სუარესი გასაძევებელი იყო, მან ხელით ითამაშა და მეორე ყვითელ ბარათს იმსახურებდა".
ატლეტიკო-სელტა 2:3 (0:0)
გოლები: 0:1 პ. ერნანდესი (22), 1:1 გრიზმანი (29), 1:2 გუიდეტი (56), 1:3 პ. ერნანდესი (64), 2:3 ა. კორეა (81)
ბარსელონა-ბილბაო 3:1 (2:1)
გოლები: 0:1 ვილიამსი (12), 1:1 ლ. სუარესი (53), 2:1 პიკე (81), 3:1 ნეიმარი (91)
ლას პალმასი-ვალენსია 0:1 (1:1)
გოლი: როდრიგო (20)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"