ფიფა წლის მანძილზე განიხილავდა "რეალისა" და "ატლეტიკოს" სატრანსფერო საქმიანობას. არსებობს ვარაუდი, რომ ორივე კლუბმა ის წესები დაარღვია, რომელიც 18 წლამდე ფეხბურთელთა ტრანსფერებს ეხებოდა.
შედეგად, ორივე კლუბმა აპელაცია შეიტანა.
ფიფამ გადაწყვიტა, მანამდე შეუჩეროს გუნდებს სასჯელი, სანამ კომიტეტი საბოლოო ვერდიქტს არ ჩამოაყალიბებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზაფხულს, ანუ მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე, გუნდები ტრანსფერების განხორციელებას შეძლებენ.