ფიფამ დროებით გადაიფიქრა - "ატლეტიკო" და "რეალი" ტრანსფერებს განახორციელებენ

AutoSharing Option
რამდენიმე ხნის წინ ფიფამ გადაწყვიტა, ორ მადრიდულ გუნდს, "რეალს" და "ატლეტიკოს" ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია აუკრძალოს.

ფიფა წლის მანძილზე განიხილავდა "რეალისა" და "ატლეტიკოს" სატრანსფერო საქმიანობას. არსებობს ვარაუდი, რომ ორივე კლუბმა ის წესები დაარღვია, რომელიც 18 წლამდე ფეხბურთელთა ტრანსფერებს ეხებოდა.

შედეგად, ორივე კლუბმა აპელაცია შეიტანა.

ფიფამ გადაწყვიტა, მანამდე შეუჩეროს გუნდებს სასჯელი, სანამ კომიტეტი საბოლოო ვერდიქტს არ ჩამოაყალიბებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზაფხულს, ანუ მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე, გუნდები ტრანსფერების განხორციელებას შეძლებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული