ლონდონის "ჩელსი" და მადრიდის "ატლეტიკო" ფორვარდებს გაცვლიან?

AutoSharing Option
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ლონდონის "ჩელსიმ" და მადრიდის "ატლეტიკომ, შესაძლოა, ფორვარდები გაცვალონ.

აღნიშნულ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ლონდონელები მზად არიან მადრიდელებს დიეგო კოშტა დაუბრუნონ, რომელიც მიმდინარე სეზონში ისევე, როგორც მთელი გუნდი, თავს კარგად ვერ წარმოაჩენს.

ზუსტად იგივე სიტუაციაშია მადრიდის "ატლეტიკოს" კოლუმბიელი ფორვარდი ჯექსონ მარტინესი,რომელზეც კლუბში დიდ იმედებს ამყარებდნენ. სწორედ ამიტომ, მადრიდელები მზად არიან ლონდონელებს დაუთმონ ფეხბურთელი, რომლის მიმართაც "ჩელსი" ინტერესს ჯერ კიდევ შარშან იჩენდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული