აღნიშნულ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, ლონდონელები მზად არიან მადრიდელებს დიეგო კოშტა დაუბრუნონ, რომელიც მიმდინარე სეზონში ისევე, როგორც მთელი გუნდი, თავს კარგად ვერ წარმოაჩენს.
ზუსტად იგივე სიტუაციაშია მადრიდის "ატლეტიკოს" კოლუმბიელი ფორვარდი ჯექსონ მარტინესი,რომელზეც კლუბში დიდ იმედებს ამყარებდნენ. სწორედ ამიტომ, მადრიდელები მზად არიან ლონდონელებს დაუთმონ ფეხბურთელი, რომლის მიმართაც "ჩელსი" ინტერესს ჯერ კიდევ შარშან იჩენდა.