ლიონელ მესიმ და კრიშტიანო რონალდომ ერთობლივად 1000 გოლი გაიტანეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" არგენტინელმა ფორვარდმა ლიონელ მესიმ და მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა შემტევმა კრიშტიანო რონალდომ კარიერის მანძილზე ერთობლივად 1000 გოლი გაიტანეს.

ამისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს 1386 მატჩი დასჭირდათ.

მესიმ "ბარსელონასა" და არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 613 შეხვედრაში 482 გოლი გაიტანა. რაც შეეხება რონალდოს, მან "სპორტინგში", "მანჩესტერ იუნაიტედში", მადრიდის "რეალსა" და პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 773 შეხვედრაში 518 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული