ლა ლიგა. XXII ტური: "ბარსამ" მთავარი მატჩი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
* "ატლეტიკოს" ზედიზედ 5 ტურში არ ჰქონდა გოლი გაშვებული და ახლა ორი გაუშვა. ამასთან, ყველა შეჯიბრებაში "ატლეტიკოს" უკვე 4 თამაშია, არ მოუგია.

* კოკეს გოლი "ატლეტიკოსთვის" "კამპ ნოუზე" მე-100 იყო პრიმერაში. ამდენი გოლი ამ სტადიონზე ჩემპიონატში ჯერ სხვა გუნდს არ გაუტანია.

* "კამპ ნოუზე" მატჩს 94 990 ადამიანი დაესწრო, რაც ამ სეზონის რეკორდია ლა ლიგაში. აღსანიშნავია, რომ ლა ლიგაში "კამპ ნოუზე" აქამდე ყველაზე მეტი მაყურებელი "ბეტისთან" მოვიდა - 83 630.

* მესის გოლის მერე (კრიშტიანოს ჰეთ თრიკამდე) ლიონელ მესისა და
კრიშტიანო რონალდოს პროფესიულ კარიერაში ერთად 1000 გოლი დაუგროვდათ. 521 გოლი რონალდოს ანგარიშზეა, 482 - მესის.

* არდა თურანმა პირველად ითამაშა "ატლეტიკოს" წინააღმდეგ "ბარსელონაში" გადასვლის მერე.

* ჯუზეპე როსიმ "ლევანტეში" დებიუტი გოლით აღნიშნა.

ვფიქრობთ, დროა განვაცხადოთ, რომ ლა ლიგის მოგების ფავორიტი ერთპიროვნულად ჩემპიონია - მას მერე, რაც "ბარსამ" "ატლეტიკო" დაამარცხა, ასეთი ხმამაღალი განცხადების უფლება გვაქვს. კატალონიელები 3 ქულით უსწრებენ "ათლეტებს", თანაც, მატჩი რეზერვში აქვთ. კიდევ უფრო შორსაა უპირველესი კონკურენტი "რეალი"...

ცხრა კაცის მაქსიმუმი
ლიდერთა მატჩში ინტრიგა მე-10 წუთზე დაიბადა და 65-ე წუთზე მოკვდა - პირველ შემთხვევაში, კოკემ საჯარიმოს მისადგომიდან დაცხრილა კლაუდიო ბრავოს კარი და "ატლეტიკო" დააწინაურა, მეორეში კი - ურუგვაელმა დიეგო გოდინმა მოედანი ორი ბარათის გამო დატოვა და "ატლეტიკო" 9 კაცის ამარა დარჩა.

იმ დროისათვის, ლეო მესისა და ლუის სუარესის წყალობით, "ბარსა" 2:1 იგებდა თითქმის გადაჭედილ "კამპ ნოუზე". მადრიდელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ არ მისცეს მეტოქეს განადგურების უფლება. ეს იყო მაქსიმუმი, რაც "როხიბლანკოს" 9 კაცით შეეძლო მიეღწია.

"მარკამ" 7-7 ბალით მეკარე ბრავო და "ატლეტიკოს" ბელგიელი ნახევარმცველი იანიკ ფერეირა-კარასკო გამოარჩია. "ატლეტიკოს" ახალწვეულმა აუგუსტო ფერნანდესმა, სავარაუდოდ, მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო. არადა, ის "სელტადან" ტრავმირებული ტიაგოს შემცვლელად შეიძინეს.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "მესიზე ფოლის დროს ძალიან შემეშინდა. მეგონა, ლეომ სერიოზული ტრავმა მიიღო. ბოლო დროს ისეთი შედეგები გვაქვს, რომ თუ მაინცდამაინც 4:0 არ მოიგე, კატასტროფად გითვლიან. მადარდებს, რომ ვერ შევძელით თამაშის ბედის ნაადრევად გადაწყვეტა. დღეს სუარესი ძალიან კარგი იყო. მოხარული ვარ გუნდისა და ფანების გამო".

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "წაგების მიუხედავად, ამაყი ვარ ჩემი გუნდის გამო. ბოლომდე ვიბრძოდით და არ დავნებდით, ასეთ სტილში წაგება შეიძლება. ფილიპე ლუიშის გაძევებისას მსაჯმა ასე გადაწყვიტა, მე გაძევებულ ფეხბურთელებს არაფერს ვაბრალებ. "ბარსელონამ" ვერ ითამაშა საუკეთესოდ, მაგრამ მოიგო".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ხუანპი მაინც გმირად დარჩა
"ეიბარის" თამაშის სანახავად 90 ათასით ნაკლები ადამიანი მივიდა, ვიდრე "კამპ ნოუზე", თუმცა "მალაგასთან" დაპირისპირებაში იქაც საინტერესო ამბები მოხდა - ანდალუსიელები ხუანპიმ ტაიმის მიწურულს ალოგიკური გოლით დააწინაურა (უპირატესობა ბასკების მხარეს იყო), მაგრამ სწორედ ვენესუელელი კინაღამ იქცა "მალაგას" ანტიგმირად - ბოლო წუთისკენ მან ბურთი ცარიელ კარს ააცილა.

არადა, როგორც მერე აღმოჩნდა, კომპენსირებულ დროში ბორხა "ბასტონ" გონსალესმა გოლის გატანა მოახერხა. "მალაგასთვის" საბედნიეროდ, წუთით ადრე კონტრშეტევაზე როკე სანტა კრუსმა იხეირა, პარაგვაელმა გამოუცდელი ხუანპის შეცდომა გამოასწორა და მეკარესთან პირისპირ გასულმა გაიტანა - 1:2.

თუ ადურისი არა, ვილიამსი!
წინა ტურში არიც ადურისმა ულამაზესი გოლები გაიტანა, მაგრამ "ალფონსო პერეს კოლისეუმზე" თავი ვერაფრით გამოიჩინა. სამაგიეროდ, გოლი ინიაკი ვილიამსმა გაიტანა და ბასკურმა გუნდმა მაინც მოიგო "ხეტაფესთან" დაპირისპირება - 1:0.

"ვილიარეალმა" მოკრძალებულად მოუგო "გრანადას", რომელსაც მეტოქისთვის ტოლი არაფერში დაუდია - პენალტით თავი ბრუნო სორიანომ გამოიჩინა - 1:0. შაბათის ბოლო მატჩი სან სებასტიანში გაიმართა - ამ დღეს მოთამაშე სამი ბასკური გუნდიდან ორმა მოიგო - "რეალ სოსიედადმა" შინ ანდალუსიური "ბეტისი" 2:1 დაამარცხა. ჩაბი პრიეტოსა და ინიგო მარტინესის გოლებს პირველ ტაიმში სევილიელებმა მხოლოდ რუბენ კასტროს დარტყმით უპასუხეს.

მეათე საშინაო გამარჯვება
როგორც ჩანს, "სევილიას" კრიზისი მორჩა - უნაი ემერის გუნდი უკვე ევროზონაშია. აუტსაიდერი "ლევანტეს" ძლევით ანდალუსიურმა გუნდმა ზედიზედ მე-10 გამარჯვება იზეიმა "სანჩეს პისხუანზე" - 3:1.

კევინ გამეირომ უკვე პირველ წუთზე გაუტანა "ბაყაყებს", შემდეგ თავი ვისენტე იბორამ გამოიჩინა. სერხიო რიკოს უნებლიე შეცდომას იტალიელი ჯუზეპე როსის გოლი მოჰყვა, რომელიც ისევ ესპანეთში დაბრუნდა სათამაშოდ, ოღონდ "ლევანტეში". საბოლოო წერტილი კი უკრაინელმა იევჰენ კონოპლიანკამ დასვა შესანიშნავი გოლით.

ნევილის ფიასკო
2014 წლის ნოემბრის მერე "ვალენსიას" შინ არ ჰქონდა წაგებული და აი, გარი ნევილის ხელმძღვანელობით, ეს მიღწევაც გაცამტვერდა - "მესტალიაზე" ხიხონის "სპორტინგმა" ანტონიო სანაბრიას პენალტის წყალობით 1:0 მოიგო. "ვალენსიას" უკვე 11 ტურია, არ მოუგია. ნევილი შესაძლოა, თეორიაში მაგარია, მაგრამ პრაქტიკაში... სულ ბოლო ცნობა "ვალენსიას" ბანაკიდან - გუნდმა იჯარით აიყვანა "ატლეტიკოს" 29 წლის მცველი გილერმე სიკეირა.

"ლას პალმასი" თავიდან აგებდა "სელტასთან", მაგრამ საბოლოოდ 2:1 მოუგო 10 კაცის ამარა დარჩენილ მეტოქეს.

"რეალმა" "ესპანიოლს" უმასპინძლა და უკვე პირველ ტაიმში 4 გოლი გაუტანა. მეორე ტაიმში კიდევ ორი გოლი გავიდა ბარსელონელთა კარში - ჰეთ თრიკი შეასრულა კრიშტიანო რონალდომ და ბომბარდირთა დავის ლიდერ ლუის სუარესს გაუთანაბრდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XXII ტური
30 იანვარი
ბარსელონა-ატლეტიკო 2:1
გოლები: 0:1 კოკე (10), 1:1 მესი (30), 2:1 ლ. სუარესი (38)
ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დ. ალვეში (82. ს. რობერტო), პიკე, მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი (67. არდა თურანი), ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
ატლეტიკო (4-4-1-1): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ს. ნიგესი, გაბი (46. გამესი), ა. ფერნანდესი (76. თომასი), კოკე - ფერეირა-კარასკო - გრიზმანი (67. სავიჩი)
გაფრთხილება: - გოდინი, გაბი, ხუანფრანი, თომასი
გაძევება: ფილიპე ლუიში (44), გოდინი (65)
კუთხური: 8-6; ჯარიმა: 7-18; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 10-7 (4-4); ბურთის ფლობა: 71%-29%.
მაყურებელი: 94 990

ეიბარი-მალაგა 1:2
გოლები: 0:1 ხუანპი (45), 0:2 სანტა კრუსი (91), 1:2 ბასტონი (94)
ეიბარი (4-4-2): რიესგო - კაპა, მ. დოს სანტოსი, პანტიჩი (39. ეკიზა), ჟუნკა - კეკო, ესკალანტე, დ. გარსია (82. ადრიანი), ინუი (60. ხოტა) - ენრიჩი, ბასტონი
მალაგა (4-4-2): კამენი - როსალესი, ალბენტოსა, ფილიპენკო, მ. ტორესი - ხუანპი, რესიო, ნაჩო კამაჩო, გ. კასტრო (85. ბოკა) - შარლესი (78. სანტა კრუსი), ჩოპი (73. ფორნალსი)
გაფრთხილება: გარსია - შარლესი, ალბენტოსა, ტორესი
კუთხური: 1-2; ჯარიმა: 9-15; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 11-7 (3-4); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 5 249

ხეტაფე-ბილბაო 0:1
გოლი: 0:1 ვილიამსი (25)
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა - დ. სუარესი, ველასკესი, კალა, ლაგო (57. იოდა) - ლასენი, ხ. როდრიგესი (65. ვანდერსონი) - პედრო ლეონი, ვ. როდრიგესი, მ. გომესი - შჩეპოვიჩი (74. ა. ვასკესი)
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - დე მარკოსი, გურპეგი, ეჩეიტა, ბალენზიაგა - სან ხოსე, ბენიატი - ვილიამსი (63. ლეკუე), ერასო (82. ვიგერა), საბინ მერინო (75. ლაპორტი) - ადურისი
გაფრთხილება: კალა, ლაგო, ველასკესი - ეჩეიტა, დე მარკოსი, სან ხოსე, ბალენზიაგა, ბენიატი
გაძევება: კალა (92)
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 13-18; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 11-13 (3-3); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 9 503

ვილიარეალი-გრანადა 1:0
გოლი: 1:0 ბრუნო სორიანო (55-პენ)
ვილიარეალი (4-4-2): არეოლა - მარიო, მუსაჩო, რუისი, ხ. კოსტა - ჯონათან დოს სანტოსი (87. კასტილიეხო), ტრიგეროსი, ბრუნო სორიანო, დ. სუარესი (79. ნ. ლეივა) - ბაკამბუ (73. ლ. ბაპტიშტაო), სოლდადო
გრანადა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ფულკიე, ბაბენი, ლომბანი, ბირაგი - რ. პერესი (77. კრჰინი), ფ. რიკო - საქსესი, როჩინა (83. მ. ლოპეში), იბანიესი (70. ბარალი) - ელ-არაბი
გაფრთხილება: კოსტა, მარიო, კასტილიეხო, ლეივა - რიკო, ლომბანი, ბაბენი
კუთხური: 8-0; ჯარიმა: 10-11; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 12-7 (6-2); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 16 062

სოსიედადი-ბეტისი 2:1
გოლები: 1:0 ჩაბი პრიეტო (18), 2:0 ი. მარტინესი (33), 2:1 რ. კასტრო (50)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ა. ელუსტონდო (46. ზალდუა), მ. გონსალესი, ი. მარტინესი, ექტორი - ილიარამენდი, პარდო (74. ბრუმა) - ველა, ჩაბი პრიეტო, ოიარზაბალი (56. ბერგარა) - ჟონათასი
ბეტისი (4-2-3-1): ადანი - მოლინერო (46. ხოაკინი), პეცელა, ბრუნო, ვარელა (72. სებალიოსი) - პეტროში, ნ'დიაი - სეხუდო, ფაბიანი (46. ვან ვოლფსვინკელი), პორტილიო - რ. კასტრო
გაფრთხილება: პარდო - მოლინერო, სეხუდო, პორტილიო, ხოაკინი
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 13-9; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 11-8 (4-1); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 15 877

31 იანვარი
სევილია-ლევანტე 3:1
გოლები: 1:0 გამეირო (1), 2:0 იბორა (47), 2:1 ჯ. როსი (55), 3:1 კონოპლიანკა (76)
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - მარიანო, რამი, კოლოძეიჩაკი, ტრემულინა - ნ'ზონზი, კრისტოფორო - რეიესი (74. კაკუტა), იბორა (64. კონოპლიანკა), კრონ-დელი - გამეირო (80. ფ. ლორენტე)
ლევანტე (4-3-3): მარიანო - ი. ლოპესი, ტრუხილიო, ფედალი, ტონიო - ვერსა (81. კამარასა), სიმაო, ლერმა (64. ჩუმეტრა) - ღილასი (70. მაურისიო კუერო), ჯ. როსი, მორალესი
გაფრთხილება: კრისტოფორო - ტონიო
კუთხური: 5-9; ჯარიმა: 8-8; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 14-22 (8-4); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 33 487

ვალენსია-სპორტინგი 0:1
გოლი: 0:1 სანაბრია (50-პენ)
ვალენსია (4-3-3): რაიანი - ბარაგანი, მუსტაფი, აბდენური, გაია - დანილო (51. პარეხო), ე. პერესი (73. როდრიგო), ანდრე გომეში - ფეგული, ნეგრედო, პიატი (52. ბაკალი)
სპორტინგი (4-2-3-1): კუელიარი - ვრანიეში, ლ. ერნანდესი, მერე, ი. ლოპესი - რაშიდი, ს. ალვარესი - კარმონა, დანი ნდი (77. ჰალილოვიჩი), ხონი (87. მენენდესი) - სანაბრია (84. მასკარელი)
გაფრთხილება: - ერნანდესი, ვრანიეში
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 15-21; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 16-7 (3-3); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 35 277

ლას პალმასი-სელტა 2:1
გოლები: 0:1 ბონგონდა (5), 1:1 ვიერა (33-პენ), 2:1 ვილიან ჟოზე (90)
ლას პალმასი (4-2-3-1): ვარასი - დ. სიმონი, დ. გარსია, აიტამი (68. ბიგასი), დ. კასტელიანო - მონტორო (42. მომო), როკე - ვაკასო (82. ნ. ალემანი), ტანა, ვიერა - ვილიან ჟოზე
სელტა (4-2-3-1): ს. ალვარესი - ხონი, მალიო, კაბრალი, პლანასი - პ. ერნანდესი, რადოია (85. დიოპი) - ბოვიუ (60. ვასი), ორელიანა, ბონგონდა - ასპასი (66. გუიდეტი)
გაფრთხილება: სიმონი, აიტამი, ჟოზე, ვაკასო, როკე, მომო - მალიო, ორელიანა, ბოვიუ, ბონგონდა
გაძევება: ორელიანა (74)
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 13-5 (5-2); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 18 473

რეალი-ესპანიოლი 6:0
გოლები: 1:0 ბენზემა (7), 2:0 რონალდო (12-პენ), 3:0 ხ. როდრიგესი (16), 4:0 რონალდო (45), 5:0 რონალდო (82), 6:0 ო. დუარტე (86 ს. კ.)
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ვარანი, ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი (63. ხესე), კროოსი (70. კაზემირო), ისკო - ხ. როდრიგესი, ბენზემა (76. ლ. ვასკესი), რონალდო
ესპანიოლი (4-2-3-1): არლაუსკისი - ხ. ლოპესი, ა. გონსალესი, როკო, რ. დუარტე (46. ფუენტესი) - ვ. სანჩესი (57. აბრაამი), დიოპი - ე. პერესი, ჟორდანი, სევილია (46. ო. დუარტე) - სილა
გაფრთხილება: კაზემირო - პერესი, დიოპი, ლოპესი, სილა, გონსალესი
კუთხური: 3-1; ჯარიმა: 20-20; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 18-14 (7-5); ბურთის ფლობა: 68%-32%.
მაყურებელი: 65 768

1 თებერვალი
დეპორტივო-ვალეკანო 23:30

ბომბარდირები: 19 - ლუის სუარესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 18 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 16 - ნეიმარი (ბარსელონა); 15 - ბორხა ბასტონი (ეიბარი); - 13 - არიც ადურისი (ბილბაო), ლუკას პერესი (დეპორტივო), გარეთ ბეილი (რეალი); 12 - კევინ გამეირო (სევილია), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი), ლიონელ მესი (ბარსელონა); 10 - ანტონიო სანაბრია (სპორტინგი).

მომდევნო ტური
5 თებერვალი:
მალაგა-ხეტაფე

6 თებერვალი:
ატლეტიკო-ეიბარი, რაიო ვალეკანო-ლას პალმასი, ბილბაო-ვილიარეალი, სპორტინგი-დეპორტივო

7 თებერვალი:
ლევანტე-ბარსელონა, ბეტისი-ვალენსია, სელტა-სევილია, გრანადა-რეალი

8 თებერვალი:
ესპანიოლი-რეალ სოდიედადი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული