* "ატლეტიკოს" მცველი დიეგო გოდინი და "რეალის" უკანახაზელი სერხიო რამოსი გამოირჩევიან იმითაც, რომ მხოლოდ ეს ორი ფეხბურთელი გაუძევებიათ მინდვრიდან როგორც "კამპ ნოუზე", ასევე "სანტიაგო ბერნაბეუსა" და "ვისენტე კალდერონზე". თავისებური ჰეთ თრიკები!
* აქამდე უკანასკნელად "ატლეტიკოს" ერთ მატჩში ორი ფეხბურთელი 2011 წლის ნოემბერში გაუძევეს. ეს "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოხდა და მაშინ მინდვრიდან ტიბო კურტუა და დიეგო გოდინი მიაბრძანეს.
* "ბარსელონას" 20-დან 20 მატჩი
* 2016 წელს ლა ლიგაში ყველაზე მეტი გოლი ბორხა ბასტონსა და ქარიმ ბენზემას აქვთ გატანილი (7-7). ისინი ერთი ბურთით უსწრებენ მესის.
* ერნესტო ვალვერდეს ესპანეთის ჩემპიონატში "ხეტაფესთან" 15-დან 12 თამაში მოგებული აქვს, 3 კი - წაგებული.
* "ვილიარეალს" "ელ მადრიგალზე" 7 შეხვედრაა, არ წაუგია (5 მოგება, 2 ფრე). უკანასკნელ 5 საშინაო თამაშში "ყვითელ წყალქვეშა გემს" გოლიც კი არ გაუშვია.
* ჩაბი პრიეტოს ბოლო 12 გოლიდან ყველა "ანოეტაზე" აქვს გატანილი. "სოსიედადის" ფეხბურთელს აქედან 5 ბურთი სევილიური გუნდების კარში აქვს გატანილი.
* "ბეტისს" მიმდინარე სეზონში სტუმრად 8 გოლი აქვს გატანილი და რუბენ კასტრომ რვავეში მიიღო მონაწილეობა - 6 პირადად მის ანგარიშზეა, ხოლო ორჯერ ასისტენტის როლში მოგვევლინა.
* კევინ გამეიროს თავისი 12 ბურთიდან 11 "რამონ სანჩეს პისხუანზე" აქვს გატანილი.
* "ლევანტეში" გადასულმა ჯუზეპე როსიმ ლა ლიგაში დაბრუნება გოლით აღნიშნა. "სევილიას" წინააღმდეგ ნათამაშებ ბოლო 5 მატჩში მას 4 გოლი აქვს გატანილი.
* ანტონიო სანაბრია ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია ევროპის 5 წამყვან ჩემპიონატში, ვისაც მიმდინარე სეზონში 10 და მეტი გოლი აქვს გატანილი. 19 წლის პარაგვაელი, რომელიც "რომადან" ხიხონის "სპორტინგშია" განათხოვრებული, მშვენიერ სეზონს ატარებს.
* "ვალენსიას" უკვე 11 ტურია, არ მოუგია. ეს გუნდის უცუდესი სერიაა 1986 წლის მერე, როდესაც "ღამურები" 13 ტურის მანძილზე ვერ ახერხებდნენ გამარჯვების მოპოვებას.
* შემტევები, რომლებსაც ლა ლიგაში ყველაზე მეტი წითელი ბარათი აქვთ მიღებული: არიც ადურისი (8), ალვარო ნეგრედო (5), ფაბიან ორელიანა (4), კრიშტიანო რონალდო (4).
* "ლას პალმასის" ვილიან ჟოზეს ბოლო სამი ზუსტი დარტყმა 3 გოლით დასრულდა.
* მადრიდის "რეალს" უკანასკნელი 5 საშინაო შეხვედრა მოგებული აქვს და ამ მატჩებში საშუალოდ 5,4 გოლი გამოსდის.
* ქარიმ ბენზემას ყველაზე მეტი (7) მატჩის პირველი გოლი აქვს გატანილი. ამ მხრივ მისი კონკურენტი "ატლეტიკოს" ანტუან გრიზმანია.
* მიმდინარე სეზონში კრიშტიანო რონალდოს ყველაზე მეტი გოლი აქვს პენალტით გატანილი (ყველა ტურნირზე), ვიდრე ლა ლიგის რომელიმე სხვა ფეხბურთელს - 7.
* ხამეს როდრიგესმა ყველა ამპლუით ნახევარმცველზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა - 4 გაიტანა და 6-ჯერ გაატანინა.
* "რეალის" მიერ ჩემპიონატის ეგიდით "ესპანიოლის" კარში გატანილი ბოლო 14 გოლიდან კრიშტიანო რონალდოს ანგარიშზე 10 ბურთია.
* ამ სეზონში რონალდომ "ესპანიოლს" ჯამში 8 გოლი გაუტანა. ერთ სეზონში ერთი გუნდის კარში ამდენი ბურთი ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში არავის გაუტანია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"