მანუელ პელეგრინი "ვალენსიას" გაწვრთნის

AutoSharing Option
გუშინ, 1-ელ თებერვალს, "მანჩესტერ სიტიმ" ოფიციალურად განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდგომ მთავარი მწვრთნელის პოსტს მანუელ პელეგრინის ნაცვლად პეპ გვარდიოლა ჩაიბარებს, რომელიც ამჟამად მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელია.

Plaza Deportiva-ს ინფორმაციით, პელეგრინი, რომელსაც "სიტისთან" კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს, ესპანეთში დაბრუნდება.

წყაროს ინფორმაციით, ჩილელი სპეციალისტი უკვე შეხვდა "ვალენსიას" წარმომადგენლებს და კონტრაქტის დეტალებიც შეათანხმა.

ნოემბერში "ვალენსია" ესპირიტუ სანტუმ დატოვა, მის ნაცვლად კი გუნდი გარი ნევილმა ჩაიბარა. ინგლისელი მწვრთნელის ხელში ესპანურმა კლუბმა ჩემპიონატში ჩატარებული 8 შეხვედრიდან ვერცერთი მოიგო.

თავის მხრივ, პელეგრინის კარიერის მანძილზე "ვილიარეალი", მადრიდის "რეალი" და "მალაგა" გაუწვრთნია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
პელეგრინი კაია, ლა ლიგას და პრემიერლიგას შორის კონკურენციას გააძლიერებს.

ეხლა ბუნდესლიგები და სერიები არ მიხსენოთ თუ ძმა ხარ :)
kuta
13:56 02-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული