"ბარსელონას" ფეხბურთელმა კალათბურთელ პაუ გასოლსა და მრბოლელ ხორხე ლორენცოს აჯობა.
"მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ხმა მომცა. ამ ჯილდოს იმათ ვუძღვნი, ვისაც ჩემი სჯეროდა არა მარტო წარმატებულ პერიოდში, არამედ მაშინაც, როცა საქმეები არც ისე კარგად მიდიოდა. ჯილდო კარგად შესრულებული სამუშაოს დასტურია. წელიწადი ნამდვილად ჯადოსნური მქონდა. რთულია წარმატების გამეორება და მუდმივად გამარჯვება", - თქვა 31 წლის ინიესტამ.