"არა მგონია, ზინედინ ზიდანს "რეალში" ვჭირდებოდე, მაგრამ თუ ასე მოხდა, ჩემი აქედან წასვლა ამ ეტაპზე გამორიცხულია. "ატლეტიკოში" თავს კარგად ვგრძნობ და მომავალ სეზონშიც დარჩენას ვგეგმავ.
დიეგო სიმეონესგან ყოველდღე ახალს ვსწავლობ. მის ხელში სულ სხვა ფეხბურთელად ვიქეცი. ვგრძნობ, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვარ. თანაგუნდელები მისმენენ, გვერდში მიდგანან. სწორედ ამიტომ ჩემი მიზანი "ატლეტიკოში" დარჩენაა", - განაცხადა ფრანგმა.