წყაროს ცნობით, მადრიდელები მზად არიან ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელის გუნდში დასაბრუნებლად 32 მლნ ევრო გადაიხადონ. თუმცა, თავად 23 წლის თავდამსხმელს უწინ არაერთხელ უთქვამს, რომ "რეალში" დაბრუნება არ სურს.
შეგახსენებთ, რომ მორატა ესპანური გრანდის აღზრდილია, ტურინულ გუნდში კი 2014 წელს, სათამაშო პრაქტიკის უქონლობის გამო გადავიდა. "იუვენტუსთან" მას კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს, თუმცა კლუბებს შორის არსებობს შეთანხმება, რომლის თანახმად, "რეალს" გარკვეული თანხის სანაცვლოდ ალვაროს სატრანსფერო ფურცლის შეძენა
ალვარო მორატას გადაბირებით დაინტერესებულნი არიან "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული".
იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში მორატამ 21 მატჩში ითამაშა (აქედან 10 სასტარტოში). მის ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.