ლა ლიგა. XXIII ტური: "ელ ნინიოს" მეასე გოლი, სიმეონეს 150-ე გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
6 თებერვალს ესპანეთის ლა ლიგის 23-ე ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

მადრიდის "ატლეტიკომ" დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობით 150-ე გამარჯვება იზეიმა - "ეიბარს" 3:1 მოუგო. თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში საულ ნიგესის შეცდომის წყალობით, სტუმრები კეკომ დააწინაურა. "ატლეტიკო" მალევე მოეგო გონს და თავით ჯერ ხოსე ხიმენესმა გაიტანა, შემდეგ საულ ნიგესმა. მატჩის ბოლოს კი წერტილი ფერნანდო ტორესმა დასვა - 3:1.

ეს "ელ ნინიოს" მე-100 საიუბილეო გოლი იყო "ატლეტიკოს" მაისურით, მადრიდული კლუბი კი ქულებით ლიდერ "ბარსელონას" გაუთანაბრდა, თუმცა მასზე ორი თამაშით მეტი აქვს გამართული.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მოიგო
კიდევ ერთმა მადრიდულმა კლუბმა, "რაიო ვალეკანომ" "ექვსქულიანი" თამაში დაასრულა თავის სასარგებლოდ "ლას პალმასთან" და გასავარდნი ზონიდან ამოვიდა. გოლები მიკუმ და ბებემ გაიტანეს.

"ვილიარეალს" მე-4 ადგილის შენარჩუნება სურს, ასე რომ, დაცვითი ფეხბურთი ითამაშა "სან მამეს ბარიაზე" და უშუალო კონკურენტ "ბილბაოს" 0:0 დაუზავდა. გუნდებმა 10-10 კაცით ჩაამთავრეს ეს დაძაბული თამაში.

ატლეტიკო-ეიბარი 3:1
გოლები: 0:1 კეკო (46), 1:1 ხ. ხიმენესი (56), 2:1 ს. ნიგესი (63), 3:1 ფ. ტორესი (90)

ვალეკანო-ლას პალმასი 2:0
გოლები: 1:0 მიკუ (3), 2:0 ბებე (74)

ბილბაო-ვილიარეალი 0:0
გაძევება: ვილიამსი (90. ბილბაო), ბონერა (94. ვილიარეალი)

სპორტინგი-დეპორტივო 1:1

1. ბარსელონა - 51 ქულა; 2. ატლეტიკო - 51; 3. რეალი - 47; 4. ვილიარეალი - 45; 5. სევილია - 36.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული