"ვალენსია" შესაძლოა დღეს უმწვრთნელოდ დარჩეს

AutoSharing Option
ესპანეთის ლა ლიგის 23-ე ტურის შემდეგ "ვალენსია" შესაძლოა უმწვრთნელოდ დარჩეს.

ინფორმაციას ამის შესახებ Sport.es-ი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობამ ინგლისელ სპეციალისტ გარი ნევილს ულტიმატუმი წაუყენა - ის ვალდებულია გასვლით შეხვედრაში "ბეტისი" დაამარცხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ "ვალენსია" "ბეტისს" დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაუპირისპირდება. 22 ტურის შემდეგ "ვალენსია" 25 ქულით სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული