აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური Marca ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, მადრიდელები მორატაში 32 მილიონ ევროს გადაიხდიან. სწორედ ეს თანხა იყო გაწერილი ფეხბურთელის კონტრაქტში, როცა ის 2014 წლის ზაფხულში მადრიდიდან ტურინში გადაბარგდა. კონტრაქტის მიხედვით, როცა "რეალი" მოისურვებდა, ის მორატას დაიბრუნებდა.
არაა გამორიცხული, რომ მადრიდელებმა ფეხბურთელი გაყიდონ - მისდამი ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" იჩენენ, ტრანსფერი კი 50 მილიონ ევროდ ფასდება.
შეგახსენებთ, რომ ორი თვის წინ მორატამ ტურინელებთან კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა.