მადრიდის "რეალი" ალვარო მორატას დაიბრუნებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" ტურინის "იუვენტუსიდან" ფორვარდ ალვარო მორატას დაბრუნების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური Marca ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, მადრიდელები მორატაში 32 მილიონ ევროს გადაიხდიან. სწორედ ეს თანხა იყო გაწერილი ფეხბურთელის კონტრაქტში, როცა ის 2014 წლის ზაფხულში მადრიდიდან ტურინში გადაბარგდა. კონტრაქტის მიხედვით, როცა "რეალი" მოისურვებდა, ის მორატას დაიბრუნებდა.

არაა გამორიცხული, რომ მადრიდელებმა ფეხბურთელი გაყიდონ - მისდამი ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" იჩენენ, ტრანსფერი კი 50 მილიონ ევროდ ფასდება.

შეგახსენებთ, რომ ორი თვის წინ მორატამ ტურინელებთან კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული