ფანებმა გარი ნევილის მისამართით შეურაცხმყოფელი ჟესტები არ დაიშურეს

AutoSharing Option
"ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა გარი ნევილმა გულშემატკივრებში სრული აგრესია გამოიწვია.

"ბეტისთან" (0:1) ლა ლიგის 23-ე ტურის მატჩში დამარცხების შემდეგ ნევილს ფანები შეურაცხმყოფელი ჟესტების დახვდნენ.

გარი ნევილი ესპანეთში სულ რაღაც სამი თვეც არაა რაც მუშაობს, მაგრამ უკვე ძალიან აღიზიანებს ქომაგებს.

ნევილი "ვალენსიაში" 2015 წლის დეკემბერში დაინიშნა და მას შემდეგ ლა ლიგაში ჯერ არ მოუგია. მოუგებელი მატჩების სერია 9 მატჩამდე გაიზარდა.

მორიგი წაგების შემდეგ ფანები გუნდის ავტობუსს დახვდნენ და ნევილის მისამართით შეურაცხმყოფელი ჟესტები არ დაიშურეს.

ნევილის ხელმძღვანელობით, "ვალენსი
ამ" 9 მატჩში 5 ქულა დააგროვა. ამ დროისთვის "ვალენსია" სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული