კრიშტიანო რონალდომ პიჩიჩის პრიზი მესამედ მიიღო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ პიჩიჩის პრიზი (ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი) მესამედ მოიპოვა.

წინა სეზონში პორტუგალიელმა ლა ლიგაში ჩატარებულ 35 შეხვედრაში 48 გოლი გაიტანა. აქამდე რონალდო საუკეთესო ბომბარდირი 2010-11 და 2013-14 წლების სეზონებში გამხდარა.

"ეს მშვენიერი ჯილდოა და მას უკვე მესამედ ვეუფლები. ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა და "რეალის" გულშემატკივრების მადლობელი ვარ.

გოლების გატანა აუცილებელია, მათ ხომ გამარჯვება მოაქვს?! ამიტომაც ამის გაკეთებას ყველა შეხვედრაში ვცდილობ. მე ეს ყველაფერი ძალიან მომწონს.

ახლა კი, გუნდურად, რამდენიმე ტიტულის მოპოვებას უნდა ვეცადოთ, მათ შორის, კიდევ
ერთი ჩემპიონთა ლიგის", - განაცხადა რონალდომ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
პიჩინი კი არა პიჩიჩი ქვია :)
zura
14:48 09-02-2016
0
აჰა, პირადი პრიზი ხო მიიღო, ეხლა შეილება გუნდურზეც იფიქროს :)
lopo
22:18 09-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული