მადრიდული გამოცემა ირწმუნება, რომ აუქციონზე მესიმ 32 მილიონ ევროდ შეიძინა 1957 წლის Ferrari 335 S Spider Scaglietti. აღსანიშნავია, რომ გაზეთის ინფორმაციით, მესისთან ვაჭრობა კრიშტიანო რონალდომ წააგო, რომელმაც ამდენის გადახდა "ფერარიში" აღარ ისურვა.
რამდენიმე საათში ეს ინფორმაცია უარყო "სპორტმა" ლეოს ახლობლებზე დაყრდნობით. რაც ნაღდია, ცნობილია, რომ ეს "ფერარი" მართლაც გაიყიდა პარიზის აუქციონზე და მასში ახალმა მფლობელმა მართლაც 32 მილიონი გადაიხადა.
ახალი მფლობელი მას გზებზე მაინც ვერ გამოიყენებს, რადგან შექმნილია მხოლოდ
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"