ლიონელ მესის ძვირად ღირებული "ფერარი" არ უყიდია

AutoSharing Option
"დიარიო ას"-ის ინფორმაციით, ლიონელ მესიმ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული "ფერარი" შეიძინა.

მადრიდული გამოცემა ირწმუნება, რომ აუქციონზე მესიმ 32 მილიონ ევროდ შეიძინა 1957 წლის Ferrari 335 S Spider Scaglietti. აღსანიშნავია, რომ გაზეთის ინფორმაციით, მესისთან ვაჭრობა კრიშტიანო რონალდომ წააგო, რომელმაც ამდენის გადახდა "ფერარიში" აღარ ისურვა.

რამდენიმე საათში ეს ინფორმაცია უარყო "სპორტმა" ლეოს ახლობლებზე დაყრდნობით. რაც ნაღდია, ცნობილია, რომ ეს "ფერარი" მართლაც გაიყიდა პარიზის აუქციონზე და მასში ახალმა მფლობელმა მართლაც 32 მილიონი გადაიხადა.

ახალი მფლობელი მას გზებზე მაინც ვერ გამოიყენებს, რადგან შექმნილია მხოლოდ
რბოლებისთვის. ბოლოს ეს კლასიკური ავტომობილი ფრანგი პილოტის, პიერ ბარდინიონის კოლექციაში იყო. ბარდინიონი 2012 წელს გარდაიცვალა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
და ვინ თქვა ქალაქში ივლისო? ეს სარბოლო ბოლიდია, ვინმე ფიქრობს რომ ფ-1 მანქანით ქალაქში ივლის? ახლა ეს მანქანა მდიდარი ისტორიით, საკოლექციო მანქანაა და მისი ფასი გარაჟში დგომით ფასში მხოლოდ იმატებს.
ახალი მფლობელი მას გზებზე მაინც ვერ გამოიყენებს, რადგან შექმნილია მხოლოდ რბოლებისთვის.
17:23 11-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული