პრესაში ახალი ვერსია გაჩნდა, ვინ შეიძლება ჩაიბაროს კრიზისში მყოფი "ღამურები" - ხუანდე რამოსმა.
"ფუტბოლ ესპანია" ამტკიცებს, რომ "ვალენსიას" ხელმძღვანელობა უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას რამოსთან.
61 წლის სპეციალისტი ცოტა ხნის წინათ მოლაპარაკებას "ბეტისთან" აწარმოებდა, მაგრამ ხელფასზე ვერ შეუთანხმდა ანდალუსიურ კლუბს.
შეგახსენებთ, რომ "ვალენსიას" სავარაუდო მწვრთნელებად მანუელ პელეგრინი და ანდრე ვილაშ-ბოაში მოიაზრებიან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"