ვინ გაწვრთნის "ვალენსიას"? - ესპანურ პრესაში ახალი ვერსია გაჩნდა

AutoSharing Option
"ვალენსიას" კვლავ გარი ნევილი წვრთნის, მაგრამ მას ესპანური მედია დიდხანს "მესტალიაზე" დარჩენას არ უწინასწარმეტყველებს.

პრესაში ახალი ვერსია გაჩნდა, ვინ შეიძლება ჩაიბაროს კრიზისში მყოფი "ღამურები" - ხუანდე რამოსმა.

"ფუტბოლ ესპანია" ამტკიცებს, რომ "ვალენსიას" ხელმძღვანელობა უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას რამოსთან.

61 წლის სპეციალისტი ცოტა ხნის წინათ მოლაპარაკებას "ბეტისთან" აწარმოებდა, მაგრამ ხელფასზე ვერ შეუთანხმდა ანდალუსიურ კლუბს.

შეგახსენებთ, რომ "ვალენსიას" სავარაუდო მწვრთნელებად მანუელ პელეგრინი და ანდრე ვილაშ-ბოაში მოიაზრებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული