ლიონელ მესიმ ოპერაცია გაიკეთა

AutoSharing Option
კატალონიური ტაბლოიდი "სპორტი" ამტკიცებს, რომ ლიონელ მესიმ უკვე გაიკეთა თირკმელებზე მცირე ოპერაცია. ის სახლში გაწერეს.

უახლოეს დღეებში არგენტინელი ვარჯიშებს განაახლებს. სავარაუდოდ, ის 14 თებერვლისთვის სათამაშოდ მზად იქნება - ლა ლიგის მორიგ მატჩში "ბარსელონა" "სელტას" მასპინძლობს.

ამ სეზონში 28 წლის მესის ანგარიშზე 17 შეხვედრაში 12 გოლი და 5 საგოლე პასია. ოფიციალურ წყაროს ინფორმაცია ოპერაციაზე არ დაუდასტურებია - "ბარსას" ვებგვერდი ამტკიცებს, რომ მან მხოლოდ ტესტირება გაიარა და ოთხშაბათს ის ვარჯიშს დაუბრუნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"