კატალონიელი ჟურნალისტი "რეალის" თვითმფრინავის "დაწყევლისთვის" სამსახურიდან დაითხოვეს

AutoSharing Option
კატალონიელი ჟურნალისტი ვიქტორ ალტადილი ადგილობრივი რადიო Radio International-იდან იმის გამო გაათავისუფლეს, რომ მადრიდის "რეალზე" უტაქტოდ იხუმრა.

ჟურნალისტმა, რომელიც სავარაუდოდ, "რეალის" დაუძინებელი მტრის, "ბარსელონას" ქომაგია, თავის "თვითერზე" დაწერა, რომ იმედი აქვს, მადრიდული კლუბის თვითმფრინავს ფრთები "დააღალატებს"...

Radio International-ში აცხადებენ, რომ მსგავსი შინაარსის გზავნილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება რადიოსადგურის პრინციპებს და არ შეესაბამება "ურთიერთპატივისცემისა და ჟურნალისტური ეთიკის ელემენტარულ ნორმებს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული