"ბარსელონა" ესპანეთის თასის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 თებერვალს ესპანეთის თასის ნახევარფინალის ერთი საპასუხო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "ბარსელონა" სტუმრად "ვალენსიას" დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და ორი მატჩის ჯამში ფინალში "ბარსელონა" გავიდა.

ვინაიდან კატალონიურ გუნდს ერთი კვირის წინ გამართული პირველი შეხვედრა ანგარიშით 7:0 ჰქონდა მოგებული, ლუის ენრიკემ თამაშის საშუალება სათადარიგოებს მისცა. ანგარიში მასპინძლებმა 39-ე წუთზე, ალვარო ნეგრედოს გოლით გახსნეს. 84-ე წუთზე კი წონასწორობა ვილფრიდ კაპტუმმა აღადგინა.

აღსანიშნავია, რომ "ბარსელონა" ესპანეთის თასის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა.

მეორე ფინალისტი გუნდის ვინაობა კი დღეს, "სელტა"-"სევილიას" საპასუხო შეხვედრაში უნდა გაირკვეს. შეგახსენებთ,
რომ პირველ მატჩში "სევილიამ" მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული