აღნიშნულ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, მეკარემ უკმაყოფილება გამოთქვა პრესის მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციისადმი, რომლის მიხედვითაც გერმანელს "ბარსელონას" დატოვება სურდა.
მიუხედავად იმისა, რომ შტეგენი კვლავაც უკმაყოფილოა მისთვის გამოყოფილი სათამაშო დროით, ის კლუბში დარჩენას და ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლას აპირებს, რადგან როგორც კლუბი, ისევე ქალაქი მას ძალიან მოსწონს.