მარკ-ანდრე ტერ შტეგენი "ბარსელონადან" წასვლას არ აპირებს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" გერმანელი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, რომლითაც მერსესაიდული "ლივერპული" ინტერესდება, კლუბის დატოვებას არ აპირებს.

აღნიშნულ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, მეკარემ უკმაყოფილება გამოთქვა პრესის მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციისადმი, რომლის მიხედვითაც გერმანელს "ბარსელონას" დატოვება სურდა.

მიუხედავად იმისა, რომ შტეგენი კვლავაც უკმაყოფილოა მისთვის გამოყოფილი სათამაშო დროით, ის კლუბში დარჩენას და ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლას აპირებს, რადგან როგორც კლუბი, ისევე ქალაქი მას ძალიან მოსწონს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული