"ხავიერ მასკერანოს გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის, მაგრამ მისდამი დაფასებას და სათანადო ყურადღებას ვერ ვგრძნობთ. სამწუხაროა, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი გოლებით ფასდება.
გვსურს, რომ ჩვენი კლუბის მაისურით მან გოლი გაიტანოს. ყველაზე მარტივი გზა - პენალტია. ამიტომ მესის თხოვნით მივმართავთ, რომ პენალტი მასკერანოს დაარტყმევინოს. იმედი გვაქვს, ის პირველ გოლს გაიტანს "ბარსელონას" მაისურით", - ნათქვამია განცხადებაში.