"ელ მოლინონის" მკვიდრები გასავარდნ ზონას მხოლოდ ორი ქულით უსწრებენ. ამიტომ მათთვის ყოველ ქულას ოქროს ფასი აქვს. საინტერესოა ორი ძველი მეგობრის დუელიც - ხიხონელებს ხომ ლუის ენრიკეს ძველი თანაგუნდელი და მეგობარი აბელარდო ფერნანდესი წვრთნის.
ლუის ენრიკესთვის "ელ მოლინონს" განსაკუთრებული დატვირთვა აქვს - ის ხიხონშია დაბადებული და პროფესიულ ფეხბურთელად სწორედ ამ სტადიონზე
"რამდენჯერაც არ უნდა დავბრუნდე "ელ მოლინონზე", ეს ჩემთვის განსაკუთრებულ ემოციებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ხვალ მე მეტოქის გუნდის მწვრთნელის რანგში გავალ მოსაგებად. მე და აბელარდო შვიდი წლის ასაკიდან ერთად ვიზრდებოდით და ახლო მეგობრები ვართ, მაგრამ ერთმანეთს მწვრთნელის რანგში არასოდეს შევხვედრივართ, ამაზე არც არასოდეს გვიფიქრია", - განაცხადა ლუის ენრიკემ, რომელსაც რაფინიას გარდა, ყველა ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს.
თუმცა ლუის ენრიკემ თავისი ინიციატივით ბარსელონაში მასიპი, დუგლასი, სერხი რობერტო, ჟორდი ალბა და სანდრო რამირესი დატოვა.
აღსანიშნავია, რომ "ბარსამ" ნება დართო 19 წლის ალენ ჰალილოვიჩს, ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს. შეგახსენებთ, რომ ხორვატი "ბარსელონას" ფეხბურთელია და ხიხონში იჯარით თამაშობს.
ოთხშაბათი. 17 თებერვალი
სპორტინგი-ბარსელონა 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სანაბრია, სუნიგა, ლ. ერნანდესი, დანი ნდი, ფრაილე, მუნისი - რაფინია
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +6=0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 82 თამაში: +17=16-49, (70-169)
ბომბარდირები: 23 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 21 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 19 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 17 - ნეიმარი (ბარსელონა); 16 - ბორხა ბასტონი (ეიბარი); 14 - ლუკას პერესი (დეპორტივო).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"