"ბარსელონას" ძალიან სურს მადრიდში თამაში, რადგან "კამპ ნოუს" მერე ყველაზე მეტ მაყურებელს სწორედ "სანტიაგო ბერნაბეუ" იტევს, მაგრამ მადრიდელები ყოველთვის ეწინააღმდეგებიან ამას, რადგან "ბარსას" ფანები ესპანეთის ჰიმნს უსტვენენ.
სხვათა შორის, თუკი სამეფო თასის ფინალის მეორე მონაწილე, "სევილია" ევროპალიგის ფინალში გავა, ფინალი 22 მაისისთვის გადაიდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"