ესპანეთის თასის ფინალი "სანტიაგო ბერნაბეუზე" არ გაიმართება

AutoSharing Option
ესპანეთის თასის ფინალი 21 მაისს "სანტიაგო ბერნაბეუზე" არ გაიმართება - უარის მიზეზად სტადიონის მეპატრონე გუნდმა "რეალმა" ბრიუს სპრინგსტინის კონცერტი დაასახელა.

"ბარსელონას" ძალიან სურს მადრიდში თამაში, რადგან "კამპ ნოუს" მერე ყველაზე მეტ მაყურებელს სწორედ "სანტიაგო ბერნაბეუ" იტევს, მაგრამ მადრიდელები ყოველთვის ეწინააღმდეგებიან ამას, რადგან "ბარსას" ფანები ესპანეთის ჰიმნს უსტვენენ.

სხვათა შორის, თუკი სამეფო თასის ფინალის მეორე მონაწილე, "სევილია" ევროპალიგის ფინალში გავა, ფინალი 22 მაისისთვის გადაიდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ისევ თბილიში რო ჩამოვიდნენ არ უნდათ :D
Akaki
21:21 17-02-2016
0
აკი დემოკრატიულ ევროპაში თვითგამორკვევას (კოსოვო) პატივს სცემენო?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული