ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ასევე განაცხადა, რომ აღფრთოვანებულია ხოსეპ გვარდიოლასა და ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელო შესაძლებლობებით.
"თვალს ვადევნებ კრიშტიანოს. ის ნამდვილი ვარსკვლავი და მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ის ნამდვილად გააძლიერებდა "ბარსელონას".
გვარდიოლასა და მოურინიოს სამწვრთნელო ტალანტის თაყვანისმცემელი ვარ და დიდი ხანია, მათ საქმიანობას თვალყურს ვადევნებ. მაგრამ დღეს ჩემი მწვრთნელი ლუის ენრიკეა და "ბარსელონასთვის" ვიბრძვი", - თქვა ნეიმარმა A Bola-სთან ინტერვიუში.